jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: ცურ გრუპი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

კომპანია Tsur group არის ებრაულ - ქართული ჰოლდინგი. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლიდან. ჰოლდინგში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები.

ჰოლდინგში შემავალი კომპანიებია: შპს "არომაკო", შპს "ბიზნეს ლაბორატორია", შპს "ნამი 8", შპს "ინოტეკი", შპს "ლალინი", შპს "ბი იო", შპს "ზიო ორანჟერია".

ჰოლდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://tsur-group.com/en

Tsur group-ის გუნდში, კომპანიებისთვის "არომაკო" და "ნამი 8" ვეძებთ ახალ წევრს ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით).

სამუშაო გრაფიკი: სრული.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** Fitpass.

მოვალეობები:

** "არომაკოს" და "ნამი 8"-ს აპარატების მონტაჟის პროცესის მონიტორინგი;
** ობიექტებზე ჩასატარებელი სამონტაჟო სამუშაოების სრული პროცესის მართვა;
** ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაოების პროცესის მონიტორინგი;
** სამუშაოს მოცულობის განსაზღვრა და დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე გადანაწილება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ყოველდღიური მუშაობის რეჟიმის და დისციპლინის კონტროლი;
** ტექნიკური დეპარტამენტში მიმდინარე პროცესების ანალიზი;
** ახალი პროდუქტების ტესტირების პროცესის მართვა და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ დეტალებზე მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმართვა;
** ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ტექნიკური და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სახის რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

თუ ამ ყველაფერს იზიარებ და გინდა ჩვენი გუნდის წევრი გახდე, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@tsur-group.com და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |