jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფიტნეს კლუბის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ფიტნეს კლუბი გალილეო
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

კომპანიის შესახებ:

"გალილეო ფიტნესი" ქართული ბრენდია, რომელიც ქუთაისში 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება. რვა წლის მანძილზე, ჩვენს მიერ, შექმნილ სამოტივაციო და მეგობრულ გარემოში, ათი ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე შეძლო საკუთარი ფიტნეს მიზნების წარმატებით მიღწევა და ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება.

2024 წლის შემოდგომაზე, ჩვენი ახალი ფილიალი თბილისში გაიხსნება. ფიტნეს სფეროში დაგროვილი გამოცდილებით ჩვენ ვქმნით იდეალურ ატმოსფეროს, სადაც ვარჯიშის პროცესი, გამორჩეულად სასიამოვნო და კომფორტული იქნება.

ჩვენი პრიორიტეტებია:

** თანამედროვე აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა;
** მრავალფეროვანი სავარჯიშო პროგრამები;
** მაღალკვალიფიციური პერსონალი;
** ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების სტანდარტის შესაქმნელად.

ვაკანსიის დასახელება: ფიტნეს კლუბის ადმინისტრატორი

მდებარეობა: თბილისი, ქერჩის ქუჩა #30
სამუშაოს ტიპი: სრულ განაკვეთზე

სამუშაოს აღწერა:

როგორც ფიტნეს კლუბის ადმინისტრატორი, თქვენ იქნებით პირველი კონტაქტი ჩვენი წევრებისა და ვიზიტორებისთვის. თქვენი როლი გადამწყვეტია პოზიტიური პირველი შთაბეჭდილების შექმნაში და ყოველდღიური ადმინისტრაციული ამოცანების მართვაში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კლუბის წევრების მიღება, სერვისების გაცნობა და რეგისტრაცია კლუბში დანერგილი გაიდლაინების მიხედვით;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** საჭიროების შემთხვევაში პერსონალური ტრენინგების, კლასებისა და სხვა სერვისების დაჯავშნაში კლიენტებისათვის დახმარება;
** სამუშაო სივრცის მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენარჩუნება;
** კლუბის წევრების საჭიროებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში მოქნილობა (მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში).

მოთხოვნები:

** უპირატესობად ჩაითვლება წინა გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების სფეროში სასურველია ფიტნეს ან ველნეს გარემოში;
** კარგი კომუნიკაციისა უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კლიენტებისა და სტაფის წევრების მიმართ კეთილგანწყობილება;
** მოქნილი გრაფიკით მუშაობის უნარი, მათ შორის დილით და საღამოს საათებში.

თუ გატაცებული ხართ ფიტნესით და გსიამოვნებთ სხვების დახმარება, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი 25 სექტემბრის ჩათვლით, სადაც ახსნით, რატომ ხართ ამ პოზიციისათვის იდეალური კანდიდატი მისამართზე jobs@galileo.ge. წერილის საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |