jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Global Auto Import
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

"გლობალ ავტო იმპორტი" 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც - ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.

"გლობალ ავტო იმპორტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** კომპანიის საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა.
** საშემოსავლო და სხვა გადასახადების გაანგარიშების სისწორის, სისრულისა და დროულობის კონტროლი.
** ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
** საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების კონტროლი და კომპანიის საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება.
** საგადახდო აუდიტის პროცესისა და სხვა პროექტების მხარდაჭერა.
** ბანკებთან მუშაობა, ანგარიშის გახსნა/დახურვა, საბანკო ანგარიშების წარმოება.
** იმპორტ/ექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციები - გადასახადების აღრიცხვა, გადახდა, კონტროლი.
** ბანკი/სალაროს ბუღალტრული გატარებები.
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა.
** ხელფასების გაცემა/დაკავება, აღრიცხვა, კონტროლი.
** მმართველი ორგანოსთვის ანგარიშების მომზადება და წარდგენა.

გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებისა და საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

შემოუერთდი გლობალის მუდმივად მზარდ გუნდს, ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც კვალიფიციური და კეთილგანწყობილი ადამიანები დაგხვდებიან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის გუნდურობა, თანამშრომლების ზრდა და განვითარება.

https://glob.ge/en/?gad_source=1&gclid=Cj0KCQjwzZmwBhD8ARIsAH4v1gXi0DgTTaQQIQ3z5WrcEuOptzvIhfv4dWBJIfZ5qlzXAItdBam29mgaAuFSEALw_wcB

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00
მდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68-ე კმ.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით მეილზე hr@glob.ge.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მთავარი ბუღალტერი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |