jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სოციალური მედია კომუნიკაციებისა და PR-ის სპეციალისტი
მომწოდებელი: GM Pharma
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"GM PHARMA" წარმოადგენს 24 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.

GM PHARMA-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში.

GM PHARMA-ში დიდი ყურადღება ეთმობა სოციალური მედიისა და PR-ის მიმართულების გაძლიერებასა და მდგრად განვითარებას, რაც სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის, ახალი აუდიტორიის აღმოჩენის, მომხმარებელთან პოზიტიური ურთიერთობის გაღრმავებისა და მათი კმაყოფილების ინდექსის ზრდის საშუალებას იძლევა. GM PHARMA-ს პორტფელის დაახლოებით 55% ურეცეპტო მედიკამენტებზე და ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატებზე მოდის, შესაბამისად, კომპანიის სოციალური მედიისა და PR-ის გუნდს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კომპანიის გაყიდვების გენერირებასა და წარმატებაში.

GM PHARMA აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია კომუნიკაციებისა და PR-ის სპეციალისტის პოზიციაზე.

გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ გთავაზობთ:

** ყოველწლიურად მზარდ ანაზღაურებას;
** სოციალურ პაკეტს (სატელეფონო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა);

ფუნქცია-მოვალეობები:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის სტანდარტის შემუშავებაში მონაწილეობა;
** სოციალურ ქსელში განთავსებული კომენტარებისა და შეტყობინებების მონიტორინგი და ანალიზი;
** ბეჭდური და ელექტრონული პრესისთვის სტატიების მომზადება და გამოქვეყნება;
** კომპანიის ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსება;
** კომპანიის PR სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობა;

განათლება და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სამედიცინო განათლება, ან სამედიცინო-ფარმაცევტულ სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართულად წერისა და აზრის ლაკონიურად, გასაგებად ჩამოყალიბების უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 01 ოქტომბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |