jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ინგლისურენოვანი ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: დილა პლუსი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

ტურისტული კომპანია "Dila Plus" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტურისტული პაკეტების დაგეგმვა - დაანგარიშება;
** ტურის კოორდინირება როგორც დისტანციურად ასევე ადგილზე;
** ტურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება ზედმიწევნით სასტუმროებთან, გიდებთან, მძღოლებთან, რესტორნებთან და ა.შ. კომუნიკაციის დამყარება;
** პოტენციურ პარტნიორთან ურთიერთობის დამყარება;
** ტურის მსვლელობისას ხარისხის კონტროლი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა - მიუთითეთ უცხო ენის შესაბამისი დონე/წერის და მეტყველების უნარები;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წესიერება, გონიერება;
** სტრესულ გარემოში სწრაფი, ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, სტაბილურობა;
** პუნქტუალობა;
** მომხმარებლის მოზიდვის უნარი;
** კარიერული ზრდისკენ სწრაფვა.

პირობები კომპანიისგან:

** სამუშაო საათები: არადისტანციური, ორშაბათი-პარასკევი: 10:30-იდან 19:00-მდე; შაბათი: 12:00-იდან 17:00-მდე;
** ხელფასი 1400- 1500 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: office@dilaplus.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |