jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფაილინგისა და არქივირების სპეციალისტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.

"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას ფაილინგისა და არქივირების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ადგილი თბილისი: ანნა პოლიტკოვსკაიას #9,
თემქა, III მიკრორაიონი, ისააკიანის ქ. #11.

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებიდან დოკუმენტაციის ჩამობარება დასაარქივებლად;
** დასაარქივებლად მიღებული დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება, დოკუმენტაციაში მოცემული მონაცემების პროგრამაში ასახულ ინფორმაციასთან შედარება,
** დადგენილი წესის შესაბამისად დასაარქივებელი დოკუმენტაციის გადარჩევა და თაროებზე განთავსება;
** დასაარქივებელი დოკუმენტაციის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა;
** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტაციის მოძიება და მიწოდება;
** ანგარიშგება ჩამობარებულ და ჩამოუბარებელ დოკუმენტაციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ტექნიკური);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედი L" - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |