jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: ტორტინი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

კომპანია "ტორტინი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტრის პოზიციაზე.

საკონდიტრო "ტორტინი" 10 წლიანი გამოცდილების მანძილზე მომხმარებლებს სთავაზობს სიყვარულით შექმნილ, მრავალფეროვან პროდუქციას - უკვე 29 ფილიალში.

ჩვენ მიზნად ვისახავთ გრძელვადიანი და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გლდანი VII მ/რ, ჯაბიძის 8;
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მომზადება კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი და საჭიროების დაფიქსირება;
** პროდუქციის ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის წესების კონტროლი;
** სამუშაო ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის სისუფთავის კონტროლი;
** სამუშაო პროცესში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სრული/არასრული;
** სამუშაო გამოცდილება სასურველია, თუმცა მსურველებს შევასწავლით ადგილზეც;

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დაგეგმარების უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr.food7@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ "კონდიტერი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |