jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ქალის თეთრეულის მაღაზია დიოლი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

ქალის თეთრეულის მაღაზია "დიოლი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ქალის, კაცისა და ბავშვის თეთრეულს.

კომპანია იწვევს თანამშრომლებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის #7, ს/ც "ქარვასლა"
ანაზღაურება: 1000 ლარი + საბონუსე სისტემა
სამუშაო განაკვეთი: 11:00 - 21:00
დასვენების დღეები : კვირაში ორი დღე (ურთიერთშეთანხმებით)

** მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება, სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
** სასიამოვნო გარემოს შექმნა როგორც გუნდის წევრებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წესების სრული დაცვით წარმოება;
** სამუშაო სივრცის სისუფთავე და მოწესრიგებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ნებისმიერი განათლება მისაღებია;
** 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელურობა და ორგანიზებულობა;
** აქტიურობა და სისწრაფე;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე კონცენტრირებულობა;
** პროდუქციის განლაგების კონტროლი;
** ახალი კოლექციის მიღება და განთავსება

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) არაუგვიანეს 2024 წლის 05 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: Diolilingerie1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |