jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაექვსი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, როგორც მიზნობრივი სეგმენტის, ასევე მსგავსი პროდუქტების / სერვისების მიმწოდებელი კონკურენტების ჭრილში;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა / კონტროლი;
** კლიენტის მოძიება;
** სისტემაში მონაცემების ასახვა, განახლება / კონტროლი;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება (სატელეფონო კომუნიკაცია, შეხვედრები, პრეზენტაციები);
** კლიენტზე მორგებული პროდუქტის შერჩევა-შეთავაზება;
** ინვოისებისა და შეთავაზებების მომზადება, გაგზავნა;
** კლიენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ჩართულობა;
** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან მუდმივი კავშირის შენარჩუნება;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** Microsoft-ის პროდუქტებისა და ლიცენზირების შესწავლა და სერტიფიკაცია;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მენეჯმენტისთვის მიწოდება.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

** აუცილებელია MS Office პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel და MS Word;
** სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების პროდუქტების ზოგადი ცოდნა;
** სასურველია CRM სისტემის ცოდნა.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება.
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა.
** აუცილებელია კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

კომპეტენციები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** პრეზენტაბელურობა.

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 11 ოქტომბრის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი.

https://career.ugt.ge/job-invite/981/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |