jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: გეგუ
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

კომპანია "გეგუ" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას რომელიც 2022 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ არაერთი პროექტი და ამჟამად გვაქვს 20 მეტი მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტი საქართველოში.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, გამარჯვების N 11

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით;
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** საპროექტო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
** პროექტის ფარგლებში გამოსაყენებელი მასალებისა და სამუშაოების ფასის კვლევა;
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) დამუშავება და შესაბამის ფორმაში მოყვანა;
** პროექტიდან მოცულობათა უწყისის (BOQ) ამოღება, დამუშავება და მიწოდება შესაბამისი სამსახურებისათვის;
** ფასთა ოპტიმიზაციის მიზნით პროექტის სპეციფიკაციების დამუშავება მთავარ ინჟინერთან;
** ტექნიკური დავალების დადგენის მიზნით, კომუნიკაცია დამკვეთებთან, პროექტ მენეჯერთან და ინჟინრებთან;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური და/ან სამშენებლო-საინჟინრო კუთხით).

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინონ CV ელფოსტაზე: hrgegu@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |