jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ტექნო მიქსი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

მეორადი ტექნიკის მაღაზია "ტექნომიქსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ვებ-გვერდი: http://technomix.ge/

პოზიციის დასახელება: კონსულტანტი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + საბონუსე სისტემა

კომპანიის ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომფორტული სამუშაო გარემო

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და მაღალი დონის კონსულტაციის გაწევა.
** მაღაზიაში ყველა არსებულ ნივთზე მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
** მაღაზიაში არსებული ნივთის ფასმაჩვენებლების პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა და მუდმივი მონიტორინგი.
** პროდუქციის განლაგებასა და იერსახეზე (სისუფთავე, შეფუთვა) ზრუნვა და მონიტორინგი.
** მომხმარებლის მხრიდან პროდუქციით დაინტერესების შემთხვევაში მომხმარებლის თანდასწრებით ნივთის შემოწმება.

საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@techno-group.ge არაუგვიანეს 2024 წლის 25 სექტემბერს.

გთხოვთ, მეილის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |