ინკლუზიის ხელშემწყობი ორგანიზაცია ააიპ "ხელი ხელს" 2011 წლიდან ნერგავს და ავითარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე დაფუძნებულ მომსახურებებს. ამ ეტაპზე ორგანიზაცია საქართველოს 5 რეგიონში აწვდის სხვადასხვა მომსახურებას.
"ხელი ხელს" აცხადებს ვაკანსიას, სამეგრელოში, კერძოდ სენაკში, აბაშაში, ხობსა და ფოთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 20.
მოთხოვნები აპლიკანტის მიმართ:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** სასურველია შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ტრენინგები ან კვალიფიკაციები ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამედიცინო, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში;
ფუნქცია/მოვალეობები:
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, კერძოდ:
** გადაადგილებაში მხარდაჭერა;
** პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში მხარდაჭერა;
** სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა, განათლება/დასაქმების მხარდაჭერა;
** ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, უფლებების დაცვაში მხარდაჭერა;
** სხვა ყოველდღიური საქმიანობები;
ორგანიზაცია იზრუნებს:
** თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე (ტრენინგები და სუპერვიზია)
** პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაზე სამუშაო ადგილზე მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
** ტელ.: 577 31 9 74
** მეილი: Handinhandg@gmail.com