კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე, მასშტაბურ პროექტ "ალიანს ჰაილაინში". ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწრაფულ და თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიკურ გუნდს.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** კორესპონდენციის წარმოება;
** კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა;
** შემოსული ზარების პასუხი და გადამისამართება შესაბამის პირებთან;
** სხვადასხვა სახის შეხვედრების, მივლინებების, სტუმრების ვიზიტების შეთანხმება და ორგანიზება;
** დიასახლისების სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
** თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
სახელფასო განაკვეთი: მინიმალური ხელფასი 1000 ლარიდან.
კანდიდატები, რომლებიც მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, გაივლიან შემდეგ ეტაპებს:
** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.
თუ ფლობთ ინგლისურ ენას და გსურთ დასაქმდეთ რეგიონული მნიშვნელობის პროექტ "ალიანს ჰაილაინში", გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: l.gochashvili@alliancegroup.ge და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
სამუშაოს ლოკაცია: თბილისი, ილია ჭავჭავაძის #78 - ალიანს ჯგუფის გაყიდვების ოფისი.