"IQ კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-6კვ, 5ა. კორ.
სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00სთ-დან - 17:00სთ-მდე.
ხელფასი: 900 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების რეგისტრაცია კლინიკის პროგრამაში;
** ფინანსური ანგარიშგების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით;
** კლინიკის პაციენტების ჩაწერის უზრუნველყოფა;
** კლინიკაში შემოსული ზარების მიღება, ინფორმაციის მიწოდება ან/და შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება;
** კლინიკის პაციენტების საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა, ელ. მისამართზე გადაგზავნა;
** კლინიკის ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტი, ბიზნეს ადმინისტრირება);
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი რეგისტრატორის პოზიციაზე (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.
"IQ კლინიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@iqclinic.ge.
გთხოვთ, "საგნის" გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.