jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სწავლება-სტაჟირება - პრომოუტერი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად კომპანია აცხადებს სწავლება - სტაჟირებას პრომოუტერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა;
** პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენისათვის ზრუნვა;
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება და რეალიზაციის ხელშეწყობა.

უნარ-ჩვევები:

** კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ენერგიული
** შრომისმოყვარე

ანაზღაურება: I თვე - 1200 ლარი, შემდგომში ზრდის პერსპექტივით, კვალიფიკაციიდან და შესრულებული სამუშაოს დახარჯული რესურსიდან გამომდინარე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: l.kitesashvili@borun.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სრულყოფილი დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |