"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პირადი ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის #5.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ძირითადი მოვალეობები:
** ხელმძღვანელის კალენდრის მართვა;
** მივლინებების ორგანიზება;
** მეილებზე და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** შეხვედრების/ღონისძიებების ორგანიზება და შესაბამისი მასალების, დოკუმენტაციის, საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციის მომზადება;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებულ თემაზე შესაბამისი კვლევა, მონაცემების შედგენა, რეპორტის/პრეზენტაციის მომზადება;
** ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელება ხელმძღვანელის საჭიროებებიდან გამომდინარე;
** მზაობა ხშირი მივლინებების.
საჭირო უნარები:
** ინგლისური, რუსული და ქართული ენის კარგად ცოდნა;
** ხშირი მივლინებებისთვის მზაობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაბელური.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** Microsoft office (Excell, Word, Power Point) კარგად ცოდნა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პირადი ასისტენტი".