jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საბარათე რისკების ოფიცერი
მომწოდებელი: სილქ ბანკი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სს "სილქ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას საგადახდო ბარათების განყოფილებაში საბარათე რისკების ოფიცრის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი #2

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.

პროფესიული ფუნქცია-მოვალეობანი:

** საბარათე ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების მართვა;
** საერთაშორისო საგადახდო სისტემების სტანდარტებისა და ადგილობრივი რეგულაციების ცოდნა, როგორც იშუინგის ასევე ექვაირინგის მიმართულებით;
** საბარათე ტრანზაქციების მონიტორინგი, შეფასება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და დანერგვა;
** ბანკში საბარათე პროდუქტების/პროცესების დანერგვისას რისკების იდენტიფიცირება, პრევენციის ზომების შემუშავება;
** საეჭვო/სადავო საბარათე ტრანზაქციების გასაჩივრების პროცესების მართვა;
** განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებით კომუნიკაცია როგორც ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე საერთაშორისო საგადამხდელო ორგანიზაციებთან, საპროცესინგოებთან, ბანკებთან და სხვა ორგანიზაციებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბანკში, საგადახდო ბარათების მიმართულებით;
** ფროდ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** საბარათე რისკების და სადავო ტრანზაქციების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
** საერთაშორისო საგადამხდელო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Visa, MasterCard);
** განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება საფინანსო, ტექნიკური მიმართულებით
** ტექნიკური უნარები: უცხო ენების ფლობა - ინგლისური სავალდებულოა

პიროვნული უნარები:

** საქმისადმი პასუხისმგებლობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** გუნდური მუშაობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: hr@silkbank.ge

წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს "სილქ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 02 ოქტომბერი

გისურვებთ წარმატებას



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |