jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ავტოჩამტვირთავის მძღოლი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტი
თანდართული ფაილი: 80530_Application_Form_8391031.zip
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

ახალი ჰანიველ ცემენტი "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

ახალი ჰანიველ ცემენტი "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან" აცხადებს ვაკანსიას კასპის ცემენტის ქარხანაში ავტოჩამტვირთავის (ციცხვიანი) მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში სამუშაო, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** ქარხანაში შიდა გადაზიდვითი სამუშაოს წარმოება;
** სატვირთო ავტომობილების დაცლა-დატვირთვა;
** ნახშირის საამქროდან ნარჩენის გატანა;
** ავტომტვირთავის გამართულ მდგომარეობაში მიღება-ჩაბარება;
** წარმოების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა ტექნიკაზე მუშაობა სათანადო მართვის მოწმობის არსებობის შემთხვევაში;
** აუცილებლობის შემთხვევაში სარემონტო მექანიკური სამსახურისთვის ხელის შეწყობა;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ავტოჩამტვირთავთან (ციცხვიანი) მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა S კატეგორია;
** პასუხისმგებლიანი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

არსებული ბენეფიტები:

** კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
** ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ციცხვიანი ავტოჩამტვირთავის მძღოლი (კსპი)

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |