კომპანია "პროსპექტი" აცხადებს ვაკანსიას CRM-ის და ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ CRM-ის და ხარისხის კონტროლის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მომხმარებელთან ურთიერთობის მართვაზე და კომპანიის მომსახურების ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებაზე.
ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ასაკის, სქესის, რელიგიის, ეთნიკური თუ სხვა შინაარსის კუთვნილების კანდიდატებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანასწორობის და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა და მხარს ვუჭერთ მრავალფეროვან სამუშაო გარემოს, სადაც ყველა თანამშრომელს შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება.
ვინ ვართ:
კომპანია "პროსპექტი" არის უძრავი ქონების კომპანია, რომელიც უძრავი ქონების დეველოპერებს აწვდის გაყიდვების საკონსულტაციო სერვისს და ეხმარება კომერციული მიზნების მიღწევაში. მეტი ჩვენს შესახებ იხილეთ აქ: https://www.prospect.ge/
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
** CRM სისტემის მართვა და მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფა
** გაყიდვების პროცესების და ქოლ ცენტრის ხარისხის კონტროლი
** კლიენტთა მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი
** გაყიდვებისა და ქოლ ცენტრის თანამშრომლებთან კოორდინაცია გაყიდვების პროცესის ეფექტურობის გაზრდისთვის
** მენეჯმენტთან თანამშრომლობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით
** ხარვეზების გამოაშკარავება და რეკომენდაციების შემუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** CRM სისტემის მართვის გამოცდილება
** ხარისხის კონტროლის პროცესების ცოდნა
** კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარები
** მაღალი დონის ორგანიზაციული უნარები
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@prospect.ge.
გაითვალისწინეთ, რომ ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთებისას, ჩვენთვის რეზიუმეს ან სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენა ითვლება თქვენს თანხმობად, რომ შერჩევის პროცესის ფარგლებში კომპანია "პროსპექტი" თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს და შეინახავს არაუმეტეს 3 წლის ვადით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "პროსპექტი" მკაცრად ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის ყველა ფორმას, როგორც შერჩევის პროცესში, ასევე შრომით ურთიერთობებში.
გისურვებთ წარმატებებს!