jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სკოლამდელი განათლების პროგრამის მასწავლებელი
მომწოდებელი: ნიუტონის თავისუფალი სკოლა
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ეძებს გოგონებსა და ბიჭებს სკოლამდელი განათლების პროგრამის (ფრესქულისა და ბაღი "პატრონუსის") მასწავლებლის თანამდებობაზე.

ნიუტონის თავისუფალი სკოლის ფრესქულში და ბაღ "პატრონუსში" ბავშვებთან ურთიერთობენ, თამაშობენ და მათთან ერთად იკვლევენ სამყაროს.
თუ სურვილი გაქვს, განურჩევლად შენი პროფესიული სტატუსისა და დიდ სიამოვნებას განიჭებს ბავშვებთან ურთიერთობა და თამაში, მაშინ აქ შენი ადგილია!

მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** შემოქმედებითი ხედვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სოციალური მრავალფეროვნების მიმართ მიმღებლობა

ფუნქციები და მოვალეობები:

** ბავშვების უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ზრუნვა
** ბავშვის პიროვნული თვისებების შენარჩუნება და განვითარება
** ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, თვითმოვლის უნარ-ჩვევების განვითარება
** ბავშვის ფსიქო-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობა
** მეთოდისტის უშუალო ხელმძღვანელობით და საგანმანათლებლო პროგრამაზე დაყრდნობით ჯგუფის დღის განრიგის, გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება/განვითარება
** სხვადასხვა განმავითარებელი, გასვლითი აქტივობების და პროექტების დაგეგმვა და პროცესში მონაწილეობა
** ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე, ტრენინგებში მონაწილეობის მიღება და სხვა

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 სექტემბერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |