ახალი ციფრული მედია პლატფორმა "ურბან მედია" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** დამკვეთის მიზნებიდან გამომდინარე სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი კონტენტ კალენდრის შექმნა/მონიტორინგი;
** კონტენტის (ქოფირაითერი, დიზაინერი) და ედვერთაიზინგის სამსახურებთან კოორდინირებული მუშობის წარმართვა;
** გავრცელებული კონტენტის ეფექტიანობის შეფასება და მართვა;
** მიღებული შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
** საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთისთვის რელევანტური რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სარეკლამო ძრავების პრინციპების და ტექნიკების ცოდნა;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული და ანალიტიკური უნარები;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - umvacancy.info@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სოციალური მედიის მენეჯერი"
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.