jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ლაბორატორიის კოორდინატორი
მომწოდებელი: თბილისის სამედიცინო აკადემია
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

"თბილისის სამედიცინო აკადემია" (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში.

"თსა"-ს მისიაა: "თსა", როგორც სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინოვაციური მიდგომით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას. ამავდროულად, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებით წვლილი შეაქვს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში."

პოზიცია: ლაბორატორიის კოორდინატორი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტთან ერთად სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული აქტივობების კოორდინაცია და განხორციელების ხელშეწყობა საბაზისო მიკრობიოლოგიური, იმუნოლოგიური/სეროლოგიური და ბიოქიმიური მეთოდების გამოყენებით;
** ლაბორატორიის რესურსების ინვენტარიზაციისთვის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შემუშავება და შესაბამისი განხორციელება;
** კვლევის მიმართულებით ვიცე რექტორთან შეთანხმებით კომპეტენციის ფარგლებში შესყიდვების მართვა;
** ლაბორატორიული აღჭურვილობის მოვლა მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად;
** მომხმარებელზე ორიენტირებული ტრენინგების (ლაბორატორიაში მუშაობის და ბიოუსაფრთხოების ზოგადი პრინციპები) დაგეგმვა და კომპეტენციის ფარგლებში განხორციელება;
** თსა-ს პერსონალისა და სტუდენტების ტექნიკური ასისტირება ლაბორატორიული რესურსების გამოყენების და კვლევის დაგეგმვის საკითხებზე;
** კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა;
** ნარჩენების მართვის პროცესის კოორდინაცია რეგულაციების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენა (B2);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიური და მოტივირებული გუნდის წევრობას;
** პროფესიულ ტრენინგ კურსებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

კანდიდატების პირველადი შერჩევა მოხდება CV-ების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2024 წლის 20 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: hr@tma.edu.ge (გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია ინახება თსა-ს მონაცემთა ბაზაში ერთი წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |