jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბავშვთა პროგრამირების წრის პედაგოგი
მომწოდებელი: ალგორითმიკა
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

"ალგორითმიკა" არის საერთაშორისო პროგრამირების სკოლა, რომელიც 90-მდე ქვეყანაში, 515-მდე ქალაქში 1, 100 000-ზე მეტ მოზარდთან მუშაობს. ალგორითმიკის გუნდი ბავშვებს ეხმარება პროგრამირებაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში. გაკვეთილები ტარდება უნიკალური ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, რომელიც პედაგოგს საშუალებას აძლევს მოსწავლესთან ინდივიდუალურად იმუშაოს და თამაშით შეასწავლოს პროგრამირების საფუძვლები.

ვაკანსია - ბავშვთა პროგრამირების წრის პედაგოგი.

ჩვენი კურსებია:

** Python Start
** Python Pro
** Visual programming
** Front-end development
** Graphic design
** Game design
** Unity

ვაკანსია ცხადდება შემდეგ პოზიციაზე:

** Python Start+Pro პროგრამირების პედაგოგი.
** ვიზუალური პროგრამირების პედაგოგი.
** ვებ-საიტების შექმნის პროგრამირების პედაგოგი.
** გრაფიკული დიზაინის პედაგოგი.
** თამაშების დიზაინის პედაგოგი.

ჩვენი მოთხოვნები:

** აუცილებელია, პროგრამირების რომელიმე ენის ცოდნა : Python, Scratch, Java, HTML, C++, C#, 3D, 2D...
** სასურველია უმაღლესი განათლება: ეკონომიკაში, მათემატიკაში, ფიზიკაში და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;
** კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ IT- ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც;
** უპირატესობა მიენიჭებათ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს; (მოზარდთა ასაკი 8-19 წელი)
** ქართული და ინგლისური ენის კარგად ფლობა.

მოვალეობები:

** გაკვეთილის ჩატარება "ალგორითმიკის" მეთოდოლოგიის, სასწავლო მასალებისა და სავარჯიშოების გამოყენებით;
** მეგობრული ატმოსფეროს შექმნა და ჯგუფური მუშაობის პროცესის მართვა მოსწავლეებს შორის;
** სასწავლო პროცესის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
** კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან, სასწავლო პროცესის შესახებ;

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრენინგს მასწავლებლისთვის კომპანიის ხარჯზე;
** სერტიფიცირებას თითოეულ კურსზე;
** მოსახერხებელი სამუშაო გრაფიკი, რაც შესაძლებლობას იძლევა გამოიმუშაოთ დამატებითი შემოსავალი; (განრიგი დამოკიდებულია სწავლების პროცესზე - Online/Offline)
** მასწავლებლების დიდ, საერთაშორისო გუნდთან თანამშრომლობას;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსური სისტემა.

სამუშაო დღეები: შაბათი და კვირა (Offline რეჟიმში)
სამუშაო საათები: კვირის ნებისმიერი დღე, პედაგოგზე მორგებული
ადგილმდებარეობა: ბათუმი და ქუთაისი (оffline)

ვებგვერდი: https://algorithmics.ge/

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე.

შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Algovacancies@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.

წინასწარ გიხდით მადლობას დაინტერესებისთვის!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |