jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: ვიქტორია 98
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

შპს "ვიქტორია 98" საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიალური ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Kenzo, Roy Robson, Van Laack, Daniel Hechter, Fynch Hatton, Hiltl, Seiden Sticker. აღნიშნული ბრენდები დღეს უკვე წარმოდგენილია ჩვენს მულტი-ბრენდ მაღაზიაში: "ჯენტლმენი" და "გარდერობი" თბილისსა და ბათუმში.

"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა "ერმენეჯილდო ზენია", "ჰუგო ბოსი" და "პოლ & შარკი".
ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.

შპს `ვიქტორია-98` აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, 50/1 შოთა რუსთაველის გამზირი
სამუშაო განაკვეთი: 6 დღიანი სამუშაო კვირა (დღეში ოთხი საათი)
ანაზღაურება: 500 ლარი
გამოსაცდელი ვადა 6 თვე

ფუნქციები და მოვალეობები:

** დაასუფთაოს მაღაზია და მისი მიმდებარე ტერიტორია
** გაწმინდოს შესასვლელი კარები
** დაცალოს ნაგვის ყუთები
** დაასუფთაოს დარბაზი (გამოგავოს და გამოწმინდოს სპეციალურ ხსნარში დასველებული ტილოთი)
** დაასუფთაოს საწყობი (გამოგავოს და გამოწმინდოს სპეციალურ ხსნარში დასველებული ტილოთი)
** კარგად დაასუფთაოს და დაამუშაოს სპეციალური ხსნარებით სველი წერტილები
** გაწმინდოს კონდენციონერი მტვრისგან
** გაწმინდოს ფანჯრები და ჟალუზები;
** გამოიყენოს კომპანიის მიერ შეძენილი ხსნარები და სხვა სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების მიზნობრივად;
** აღრიცხოს ყოველთვიურად შეძენილი ხსნარები;

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** ხსნარების გამოყენების წესების ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy7vacancy@gmail.com; და info@victoria98.com.ge;
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დამლაგებელი"

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |