"IQ კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-6კვ, 5ა. კორ.
სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00სთ-დან - 16:00სთ-მდე.
ხელფასი: 700 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ექოსკოპისტის ასისტირება კვლევის შედეგების კლინიკის პროგრამაში ასახვაში;
** ექოსკოპისტის ასისტირება კვლევის ჩატარებაში.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით (განიხილება რადიოლოგის რეზიდენტებიც);
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.
"IQ კლინიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@iqclinic.ge.
გთხოვთ, "საგნის" გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.