jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: Zerone
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

"ზერონ ელექტრიკსი" მომხმარებლებს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციასა და მომსახურებას სთავაზობს.
"ზერონ ელექტრიკსი" წარმატების უკან კომპანიის კვალიფიციური გუნდი დგას, რომელთა პროფესიონალიზმი "ზერონის" მდგრადი განვითარების წინაპირობაა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.zerone.ge/

"ზერონ ელექტრიკსი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური დამკვეთების მოძიება და მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
** ტენდერებში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს: ტენდერების მოძიებას, შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას და ტენდერების პროცესის სრულად წარმართვას;
** დამკვეთების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** სამშენებლო პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება და მათი განვითარება-დანერგვა კომპანიაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხი);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** პრობლემების ეფექტურად მოგვარების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული;
** სამუშაო ადგილი: თბილისი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2024 წლის 11 ოქტომბრამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ზერონ ელექტრიკსი`" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ზერონ ელექტრიკსის" ბაზაში 1 წლის ვადით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |