"დეგუსტო" არის კაფეტერიათა ქსელი, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს ბაზარზე 15 ფილიალით და დღემდე ინარჩუნებს ლიდერულ პოზიციას.
კომპანია ემსახურება ერთ მთავარ იდეას: "ჯანმრთელი და ხარისხიანი საკვები, კარგ სერვისთან ერთად შესაძლებელია სწრაფ და მოსახერხებელ ფორმატში, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად."
ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე - ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტი.
ანაზღაურება, ცვლაში: 70 ლარი;
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 3-4 ღამე, 21:00-09:00 სთ;
ადგილმდებარეობა: დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორია.
ბენეფიტები:
** ანაზღაურებადი სტაჟირება;
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვებას;
** კორპორატიული დაზღვევა;
** Fitpass;
** საბონუსე სისტემა.
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლის მომსახურება - ასორტიმენტის შერჩევა, ანგარიშსწორების წარმოება;
** პროდუქციის ასორტიმენტის სწორი განლაგება;
** პროდუქციის ვადების და ვიზუალის კონტროლი;
** სანიტარული ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ფულთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** გამართულად მეტყველების უნარი;
** თავაზიანი, კეთილგანწყობილი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გაგვიზიაროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტი".
"დეგუსტო" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!