jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სტაჟირება - მობილიზატორი
მომწოდებელი: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 სექტემბერი

"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" აცხადებს სტაჟირებას მობილიზატორის პოზიციაზე სამცხე-ჯავახეთში.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო არამომგებიან იურიდიულ პირს, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამჟამად 5000-ზე მეტ ფერმერს და აგრობიზნესს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი წევრი ფერმერებისგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ასოციაცია ასრულებს ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას. აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებაში. ფერმერთა ასოციაცია ევროპის ფერმერთა და კოოპერატივთა გაერთიანების (COPA-COGECA) პრივილეგირებული პარტნიორია და მსოფლიო ფერმერთა ორგანიზაციის (WFO) წევრი.

ორგანიზაცია აცნობიერებს ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ფერმერთა ხმას მთელი საქართველოდან, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერების მიზნით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ასოციაციის მიერ დაგეგმილი შეხვედრების, სემინარების, ტრენინგების, საველე გასვლებისა და პროექტთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** რეგიონში წევრებისა და პროექტების ბენეფიციარების ბაზის შემუშავება და ყოველთვიური განახლებაში მონაწილეობის მიღება;
** ფერმერთა ასოციაციაში ფერმერების მოძიება-გაწევრიანება;
** ფერმერთა ასოციაციის სერვისების ფერმერებამდე ეფექტიანად მიტანა;
** ფერმერთა ასოციაციის კვლევებში დახმარების გაწევა;
** პროექტების განხორციელებაში დახმარება და პროექტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
** შიდა კომუნიკაციის პროცესებში მონაწილეობა;
** ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოფლის მეურნეობის სფეროს ინტერესი და/ან აღნიშნულ სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური, რუსული და სომხური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პროცესების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

გარანტიები:

** სტაჟირების პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე;
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: არასრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: 4 თვე
შრომის ანაზღაურება: არა ანაზღაურებადი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@gfa.org.ge. ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 23 სექტემბერი, 2024.

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

"საქართველოს ფერმერთა ასოციაცია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული ორგანიზაცია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება ორგანიზაციაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |