jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: რუისპირის მამული
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

ღვინის მწარმოებელი კომპანია - შპს "რუისპირის მამული" - აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (ადგილობრივი) თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** "რუისპირის მამულის" მიერ წარმოებული პროდუქციის (ღვინო და ალკოჰოლური სასმელი) გაყიდვების უზრუნველყოფა საქართველოს ბაზარზე;
** პროდუქციის გაყიდვის მიზნით სავაჭრო ობიექტებთან და სხვა დაწესებულებებთან (კონტრაგენტები) კომერციული კავშირების დამყარება და კეთილგანწყობილი ურთიერთობების შენარჩუნება;
** კონტრაგენტებთან პროდუქციის მიწოდებასთან და გაყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების შექმნა და გაფორმება;
** ღვინის ადგილობრივი ბაზრის მონიტორინგი, გაყიდვებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
** პროდუქციის გაყიდვის ხელშემწყობი ღონისძიებების (პრომო აქციები და ა.შ.) დაგეგმვა და მართვა;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა;
** კომპანიისა და მის მიერ წარმოებული პროდუქციის დადებითი იმიჯისა და მაღალი რეპუტაციის შექმნაზე ზრუნვა და მისი შენარჩუნება;
** პროდუქციის თვისებებისა და მახასიათებლების შესახებ საჭირო ინფორმაციის ფლობა და კონტრაგენტებისთვის გაცნობა;
** კომპანიის გაყიდვების გეგმის შემუშავება და დამტკიცებული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და წარმოდგენა დადგენილი წესით;
** კონტრაგენტებისგან შეკვეთების მიღება და მათი დროული შესრულების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დასაწყობებასთან და მიწოდებასთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობა და მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დასაწყობებისა და მიწოდების პროცესებში უშუალო მონაწილეობა;
** მძღოლი-ექსპედიტორის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში სასაქონლო ნაშთების კონტროლის უზრუნველყოფა;
** გადატვირთული და მიწოდებული პროდუქციის დადგენილი წესით აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტების მხრიდან დროული ანგარიშსწორების კონტროლი და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება სასმელებისა და კვების პროდუქტების გაყიდვების სფეროში, სასურველია ღვინის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და კომერციული ურთიერთობების წარმართვის გამოცდილება;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა და სამუშაოდ გამოყენების გამოცდილება;
** მართვის "B" კატეგორიის მოწმობის ფლობა;
** ავტომობილის მართვის გამოცდილება.

სხვა მოთხოვნები:

** ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ხელმძღვანელობის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; პერიოდული ვიზიტები თელავსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში;
** ავტომობილის საწვავით უზრუნველყოფა;
** ავტომობილისა და მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა;
** მატერიალური პასუხისმგებლობა მინდობილ პროდუქციაზე;
** სრული სამუშაო განაკვეთი; 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, არანორმირებული დღიური სამუშაო გრაფიკი;
** კომბინირებული შრომის ანაზღაურება (კვალიფიკაციის შესაბამისად): ფიქსირებული ხელფასი და პროდუქციის გაყიდვის გეგმების შესრულების ხარისხზე დამოკიდებული პრემიული დანამატი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@ruispiri.ge არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრისა.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |