jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი - დროებითი
მომწოდებელი: გასა
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

კომპანია "გასა" GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

პოზიცია მოიაზრებს დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლის მაგივრად დროებით დასაქმებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები: 

** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება;
** ელ. ფოსტის,   სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** შემომავალი ზარების პასუხი;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
** ავიაბილეთების დაჯავშნა - გამოწერა;
** გაყიდული ბილეთების აღრიცხვა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.

ლოკაცია: გიორგი ქუჩიშვილის 11
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@gasa.ge. სათაურის ველში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |