jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას: შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 08:30 -დან 17:30-მდე (შაბათი -კვირა დასვენება);

მოვალეობები:

** სავალდებულოა, უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება;
** ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით;
** მარაგების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი;
** მათი ანალიზი;
** საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი;
** ლოჯისტიკისა და შესყიდვების დეპარტამენტის მენეჯერთან რეპორტინგი;
** ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
** იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ორგანიზება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაბელური;
** მიზანდასახული;
** პუნქტუალური;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: 2000 ლარი. ანაზღაურების ზრდა განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |