jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: რუსთავოილი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

სს "რუსთავოილი" ეძებს შესყიდვების სპეციალისტს რომელიც იქნება პასუხისმგებელი ჩვენი წარმოების პროცესებისთვის მნიშვნელოვანი პოზიციებისა და მომსახურების შესყიდვის პროცესზე.

ვაკანტური პოზიციის დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: რუსთავი, საქართველო
უშუალო ხელმძღვანელი: შესყიდვების მენეჯერი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სახელფასო განაკვეთი: 2000 - 2500 GEL

სამუშაო აღწერილობა:

** წარმოების პროცესებისთვის მნიშვნელოვანი პოზიციის და მომსახურების შესყიდვის ინიცირება და შესყიდვის პროცესის ზედამხედველობა;
** შესყიდვის სრული ციკლის მართვა, შესყიდვის მოთხოვნის დამუშავებიდან მოწოდების დადასტურებამდე და პროდუქტის შესაბამისობა/შეუსაბამობის დადგენამდე;
** საქონლის ან/და მომსახურების დროული შესყიდვის უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი შეფერხება საწარმოო ოპერაციებში;
** მომწოდებლების შეფასება ხარისხის, საიმედოობისა და ფასის კონკურენტუნარიანობის საფუძველზე. შესაბამისი კომუნიკაცია მიმდინარე და მომავალი ბიზნეს საჭიროებების მხარდასაჭერად;
** შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის პროცესის ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
** საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;
** შესყიდვების ყოველწლიური და ყოველთვიური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** დაგეგმილი შესყიდვების ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი;
** მომწოდებელთა ბაზის წარმოება, განახლება და განვითარება;
** უშუალო ხელმძღვანელის ინსტრუქციებისა და კომპანიაში დადგენილი პროცედურების შესაბამისად მოქმედება;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტი;
** პროექტის ფარგლებში შესყიდული მასალების/ინვენტარის მარაგების მართვა და კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება რელევანტური მიმართულებით
** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა პროფესიონალურ დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@rustavoil.com

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ https://www.rustavoil.com/



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |