სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.
სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათ კარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.
პოზიციის დასახელება: კატეგორიის კოორდინატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (დროებითი. 6 თვე)
შერჩევის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება
ძირითადი მოვალეობები:
** ლოგისტიკის განყოფილებისათვის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება/გაშიფვრა
** საწყობების, გაყიდვების და ქსელის ინფორმირება მისაღები პროდუქციის შესახებ პროდუქციის შემოსვლის გრაფიკის მომზადება
** მარაგების მაღაზიებში ეფექტური გადანაწილების (ახალი პროდუქციასა და მიმდინარე მარაგების) კონტროლი და დაგეგმვა
** პერსონალური შეკვეთების ჩამოტანა და მათი გადანაწილების უზრუნველყოფა მუდმივი კონტაქტი ელიტ სერვისთან სათადარიგო ნაწილების შეკვეთების თაობაზე და სხვა ნებისმიერ საკითხზე
** სისტემაში პროდუქტზე ფასის დადება და ფასთა ცვლილების შეყვანა
** ყოველკვირეული გაყიდვების რეპორტების მომზადება ადგილობრივი და უცხოელი მომწოდებლებისთვის
** გაყიდვების რეპორტინგის მომზადება მომწოდებლებისთვის და მენეჯმენტისთვის
** ფასების მონიტორინგი ბაზარზე არსებულ კონკურენტებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით)
** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების, excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები: ეფექტური მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@elitelectronics.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!