jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პროცესინგის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

"Extra"-ში Head of Processing-ის ვაკანსია გვაქვს!

"Extra" ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.

ის მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე დიდ არჩევანს - 120 000 ნივთს, რომელიც განაწილებულია 30-მდე სხვადასხვა კატეგორიაში. იგი ასევე უზრუნველყოფს უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისსა და რეგიონში.

Extra.ge-ს Head of Processing როლი მოიაზრებს:

** საწყობში არსებული პროცესების ზედამხედველობა/ოპტიმიზაციას;
** საწყობის საოპერაციო მენეჯმენტს: საწყობის პროცესების მართვას: შეკვეთის მიღებიდან დაწყებული შეკვეთის საწყობიდან გასვლით დასრულებული.
** საწყობის ინვენტარის მართვის პროცესებში ჩართულობას, მარაგების მენეჯმენტს, რეგულარულ ინვენტარიზაციას, საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა/გაუმჯობესებას პროდუქციის შენახვისა და დასაწყობებისთვის.
** საწყობის მარაგების ოპტიმალური მოცულობის კონტროლს;
** საწყობის თანამშრომლების გუნდის ხელმძღვანელობას, მათ განვითარებას, სამუშაოს შესრულების მართვას;
** საწყობის პროცესების ოპტიმიზაციას: პროცესების გაუმჯობესებას, პროცესებში არსებული ნაკლოვანებების გამოვლენასა და გამოსწორებას.
** მჭიდრო თანამშრომლობას სხვა დაკავშირებულ დეპარტამენტებთან;
** გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების გუნდთან თანამშრომლობას პროცესებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის დასაორგანიზებლად;
** საწყობში არსებული ყველა ტიპის მარაგის დასაწყობების, გადაადგილებისა და ნაშთების აღრიცხვის მონიტორინგს;

სასურველი პროფილია:

** მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** საწყობის მართვის სისტემების (WMS) ცოდნა;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები;
** გუნდის მართვის გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებასა და მის ზრდაში ჩართულობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას +ბონუსს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვ, შეავსო ინფორმაცია და გამოგვიგზავნო CV ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |