jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მეღვინის ასისტენტი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.

დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://tbilvino.ge

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას მეღვინის ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში

ძირითადი ამოცანები:

** საამქროში არსებული ღვინომასალების, ჭაჭის და საბრენდო მასალების ხარისხობრივი და რაოდენობრივი კონტროლი
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების უზრუნველყოფა ტექნოლოგიური პროცესების ყველა ეტაპზე
** საამქროში არსებული დამხმარე მასალების ნაშთების და ვარგისიანობის აღრიცხვა და კონტროლი
** ფინანსური, ადმინისტრაციული და ხარისხის სამსახურებისთვის მისაწოდებელი საჭირო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობა
** საამქროში არსებული ღვინომასალის, ჭაჭის და ბრენდის პერიოდულად ორგანოლეპტიკური კონტროლი, დეგუსტაციების პროცესში მონაწილეობის მიღება
** რთველის სრულ პროცესში მონაწილეობის მიღება
** ღვინომასალების ტრანსპორტირების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება მეღვინეობა/მევენახეობის მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ღვინის წარმოების/მევენახეობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. #2
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ!

"გაცნობებთ, რომ სს "თბილღვინოსთვის" ან მისი დავალებით მოქმედი პირისათვის CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ სს "თბილღვინომ" - ვაკანტურ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დაამუშაოს თქვენს რეზიუმეში მითითებული ან საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური მონაცემები. ამასთან, თქვენი მხრიდან წერილობითი უარის არ დაფიქსირების შემთხვევაში, სს "თბილღვინო" იტოვებს უფლებას, რომ 3 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში".

სს "თბილღვინო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |