jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: რესტორანი, გრილი და პაბი საჭაშნიკე
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

"რესტორანი, გრილი და პაბი საჭაშნიკე" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის თანამდებობაზე

უშუალო ხელმძღვანელი - მმართველი მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი - სრული

პოზიციის ძირითადი როლი - ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სისწორე და კანონთან შესაბამისობა

ძირითადი ფუნქციები:

** საქმიანობის წარმართვა მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** სამუშაო პროცესების დაგეგმვა, შესრულება, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების შესრულება ერთიან სააღრიცხვო პროგრამაში;
** პროცესების ეფექტიანი მართვისთვის საჭირო ბუღალტრული/წარმოების პროგრამის დანერგვაში მონაწილეობა, (მენიუ, კალკულაცია და სხვა);
** ურთიერთობა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან დამკვეთის საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, შემოწმება და კანონით განსაზღვრულ ვადებში წარდგენა;
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება, სიზუსტის უზრუნველყოფა და პროგრამაში ასახვა;
** შემოსავლების და ხარჯების დროული და სრულყოფილი აღრიცხვა;
** ოპერაციების ყოველდღიური გატარება ბუღალტრულ პროგრამაში;
** სალარო ოპერაციების, სალარო აპარატების ბრუნვის მონიტორინგი (RS-ის და პროგრამის ურთიერთშედარება);
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე RS - ზე საჭიროების მიხედით, შესაბამისი ქმედებების განხორციელება (სასაქონლო ზედნადებების, ფაქტურების გამოწერა, დეკლარაციებისთვის შესაბამისი ფაილების ატვირთვა და სხვა);
** საიჯარო და მომსახურების ხელშეკრულებების და სხვა დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება, ვადების მონიტორინგი, შესაბამისი ფაქტურების გამოწერა RS-ზე და დარიცხვების პროგრამული გატარება;
** რეალიზაციის მონიტორინგი (მიღებული რეალიზაციის ფაილების პროგრამასთან შედარება და სიზუსტის უზრუნველყოფა);
** დებიტორებთან და კრედიტორებთან ურთიერთშედარება და ანგარიშსწორება;
** ვადაგადაცილებული დებიტორების და კრედიტორების ელ.ბაზის წარმოების უზრუნველყოფა და სისტემატური განახლების მონიტორინგი;
** შემოსული ფულადი და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის უზრუნველყოფა და გასავლების მონიტორინგი;
** მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის პროცესების მონიტორინგი
** ხელფასის კალკულაცია და გაცემის უზრუნველყოფა;
** საწვავის ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** ბუღალტრული პროგრამიდან სხვადასხვა სახის ინფორმაციის დამუშავების უზრუნველყოფა;
** კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადების უზრუნველყოფა;
** კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო დეკლარაციების და წლიური საფინანსო შედეგების მომზადების უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების ოპერატიულად აღმოფხვრა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსში, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში შეტანილი ცვლილებების და სიახლეების მუდმივი გაცნობა და სამუშაო პროცესების შესაბამისობაში მოყვანა;
** რისკების და პრობლემების იდენტიფიცირება და პრევენციის მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
** ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება პროცესების დახვეწის მიზნით;
** პერიოდული ფინანსური უწყისების და ანგარიშების მომზადება;
** სხვადასხვა სახის ბუღალტრული რეპორტების მომზადება;
** მიღებული კორესპონდენციის დაუყოვნებელი განხილვა და გონივრულ ვადებში რეაგირება
** გუნდში ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
** მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.

კვალიფიკაცია:

** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.

უნარები:

** როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ამოცანების დასახვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების და სამუშაოს დელეგირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** შესაძლებლობების დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი.

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე: t.chubinidze@satchashnike.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |