jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დაწყებითი კლასების დამხმარე მასწავლებელი
მომწოდებელი: ნიუტონის თავისუფალი სკოლა
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" აცხადებს კონკურსს დაწყებითი კლასების დამხმარე მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე.

თუ კარგად გამოგდით ბავშვებთან ურთიერთობა, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.
ნიუტონის თავისუფალი სკოლა ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს დაწყებითი კლასების დამხმარე მასწავლებელს.

კვალიფიკაცია:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 სექტემბერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |