jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ექთანი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ექთნის ვაკანსიას ცენტრალურ ფილიალში.

სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას 27ბ

ძირითადი მოვალეობები:

** CT და MRT კვლევისთვის საჭირო მანიპულაციების ჩატარება (მათ შორის პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია);
** პაციენტის სრულყოფილი მომზადება გამოკვლევისთვის;
** პაციენტის კვლევის შედეგების მომზადება და შესაბამის პროგრამებში ატვირთვა;
** კვლევისთვის საჭირო ინვენტარის მუდმივი კონტროლი.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** საშუალო სპეციალიზირებული განათლება მედდის კვალიფიკაციით (არ განიხილებიან სტუდენტები და რეზიდენტები);
** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გულისხმიერება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრუნული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge. ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ექთანი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25/09/2024

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!

https://www.aversiclinic.ge/



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |