jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: ნოვაციო
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

კლინიკა "ნოვაციო" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

კლინიკის მისამართია: ქ. გორი, სუხიშვილის ქ. N18

კლინიკა "ნოვაციო" წარმოადგენს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ამბულატორიას.სადაც საქართველოს და უცხოეთის წამყვანი სპეციალისტების მულტიპროფილური გუნდი ზრუნავს ჯანმრთელობის მართვასა და დაავადებათა პრევენციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების მიღება-რეგისტრაცია;
** პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება კლინიკის სერვისების შესახებ
** პაციენტის დახმარება სამედიცინო სერვისის მისაღებად
** პაციენტის ჩაწერა სამედიცინო მომსახურებაზე
** სატელეფონო ზარებზე პასუხი
** ლაბორატორიული კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია;
** პაციენტთან დაკავშირებულ საკითხებზე სადაზღვევო და სხვადასხვა კომპანიებთან ურთიერთობა;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ემპათიის უნარი
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: novacioclinic@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 30/09/2024

გაცნობებთ, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |