jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: მობილია ბათუმი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

ბათუმში ავეჯის მწარმოებელ კომპანიას "Mobilia Batumi" ესაჭიროება თანამშრომელი შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ბაზრის შესწავლა, კონკრეტული მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასის და მოლაპარაკებების წარმოება;
** მომწოდებლებთან ვერბალური და წერილობითი ყოველდღიური კომუნიკაცია;
** მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების გეგმის შედგენა
ლოჯისტიკა, სატრანსპორტო კომპანიებთან ერთად, ოპტიმალური გადაზიდვების დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი.
** შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისათვის;
** შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის/საბუთების წარმოება და პროგრამული ასახვა;
** საგარანტიო შემთხვევების მწარმოებლის მიერ ანაზღაურების და სტატუსის მონიტორინგი;
** იმპორტისა და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ორგანიზება;
** განბაჟებისა და ტექნიკის მომსახურების სააგენტოში გაფორმება;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება

პირობები:

** ანაზღაურება 2000 ლარი (საწყისი)
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** გრაფიკი: სრული - 10:00-18:00
** ადგილმდებარეობა: ბათუმი, ჭოროხის დასახლება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე (სავალდებულოა);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატენდერო პროექტებზე მუშაობის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** მოტივირებული;
** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** პასუხისმგებლიანი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დარწმუნებულის უნარი;
** დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: info@mobilia.ge და Subject ში მიუთითოთ დასახელება "შესყიდვების სპეციალისტი"

ან დაგვიკავშირდით ტელ: 558441103

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |