jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ვიქტორია 98
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

შპს "ვიქტორია 98" საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიალური ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Kenzo, Roy Robson, Van Laack, Daniel Hechter, Fynch Hatton, Hiltl, Seiden Sticker. აღნიშნული ბრენდები დღეს უკვე წარმოდგენილია ჩვენს მულტი-ბრენდ მაღაზიაში: "ჯენტლმენი" და "გარდერობი" თბილისსა და ბათუმში.

"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა "ერმენეჯილდო ზენია", "ჰუგო ბოსი" და "პოლ & შარკი".

ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.

შპს `ვიქტორია-98` აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ატენის ქუჩა 6/8
ანაზღაურება: 1500-დან 2500 ლარამდე, გამოცდილების და კომპეტენციის მიხედვით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ელ-ფოსტაზე შემომავალი პარტნიორების წერილების მიღება/გაანალიზება და მიმოწერებში ჩართვა;
** უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაციის წარმოება;
** გადასარიცხი და განსაბაჟებელი ინვოისების მოპოვება და შექმნა;
** გაყიდვების პროგრამაში ასატვირთი ექსელის ფაილების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწრაფად რეაგირების უნარი;
** ყურადღებიანი;
** კეთილსინდისიერი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy7vacancy@gmail.com; და info@victoria98.com.ge;
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საოპერაციო მენეჯერი"

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |