კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ.
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.
ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას: შესყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე სწავლება-სტაჟირებას.
მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
მოვალეობები:
** მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება;
** ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით;
** მარაგების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი;
** საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი;
** ლოჯისტიკისა და შესყიდვების დეპარტამენტის მენეჯერთან რეპორტინგი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook).
უნარ-ჩვევები:
** აქტიური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული;
** ორგანიზებული;
** წინააღმდეგობის დამოუკიდებლად დაძლევის უნარი;
** ანალიტიკური უნარები;
** სწრაფი ათვისების უნარი.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-დან 17:30-მდე;
** ანაზღაურება: 1000 ლარი. შემდგომში ზრდის პერსპექტივით, კვალიფიკაციიდან და შესრულებული სამუშაოს დახარჯული რესურსიდან გამომდინარე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.