jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

"საქართველოს კარიტასი" სოციალური კაფე "სვით ჰართის" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

პროგრამა/პროექტი: განათლების გაძლიერების პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: თბილისი,

სამუშაო მიზანი:

სოციალური კაფის ადმინისტრირება, კაფის გამართული ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება. კაფის მატერიალურ ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა.

სამუშაო ვალდებულებები:

** კაფეს პერსონალის დაქირავების პროცესში აქტიური მონაწილეობა,
** კაფის პერსონალის ზედამხედველობა.
** პერსონალისთვის ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკის მომზადება და პერსონალის არყოფნის შემთხვევაში შესაფერისი შემცვლელების მოძიება.
** კაფეს ყველა ხარჯი ბიუჯეტირება და საოპერაციო ხარჯების შემცირების გზების იდენტიფიცირება.
** კაფის მომწოდებლების მოძიება
** მიწოდებული მარაგების მიღება და რაოდენობის შემოწმება.
** კაფეს მარაგის ინვენტარიზაცია და საჭიროების შემთხვევაში ახალი მარაგის შეკვეთა.
** კაფის ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება
** მომხმარებელთა საჩივრების გადაჭრა საკვების ხარისხთან და მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებით.
** მენიუს ახალი ელემენტების შეთავაზება მომხმარებელთა პრეფერენციებისა და გამოხმაურებების საფუძველზე.
** კლიენტების შენარჩუნებისა და მოზიდვის სტრატეგიების იდენტიფიცირების
აქტივობებში ჩართვა
** სამუშაო დოკუმენტაცია და ანგარიშგება (სამუშაო დოკუმენტაციის შექმნა საჭიროებისამებრ).
** საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელების სხვა დავალებებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება, გამოცდილება, უნარები:

** უმაღლესი განათლება მომსახურების სფეროში
** სერტიფიკატი ბიზნესის ადმინისტრირებაში ან ბიზნესის მენეჯმენტში
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სურსათის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების საფუძვლიანი ცოდნა.
** მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილება
** მომსახურების სფეროში მომუშავე პერსონალის მართვის გამოცდილება
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პირადი დისციპლინა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის კულტურა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: tea.lolua@caritas.ge გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: პოზიცია.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.09.2024

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს.

"საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge/ https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/
 



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |