სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
კომპანია "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული 09:00-18:00
სამუშაოა ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1500 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკებისთვის პროდუქციის ადგილზე მიწოდება;
** კლიენტებთან და პოტენციურ კლიენტებთან (ექიმები, კლინიკები) ყოველდღიური კომუნიკაცია;
** ყოველდღიური და ყოველკვირეული დღის დაგეგმვა და რეპორტის მომზადება;
** რეალიზებული პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა;
** ნაშთის აღრიცხვა კლინიკებში
** ყოველდღიურად, მიღება-ჩაბარებების მიწოდება ოპერატორისათვის;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საკურიერო/სადისტრიბუციო სფეროში.
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, (სასურველია რუსული/ინგლისური ენების ცოდნა);
** მინიმუმ 1 წლიანი მსუბუქი ავტომობილის მართვის გამოცდილება
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება : " დისტრიბუტორი"
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
შპს " ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!