jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: New Life Georgia
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

"New Life Georgia", ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკებისა და სუროგაციის სააგენტოების გლობალური ქსელის ნაწილი, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში, აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი, საქართველო.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.newlifegeorgia.com/

ფინანსური მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფულადი სახსრების მიმოქცევის ყოველდღიური მონიტორინგი/მართვა;
** ფინანსური ანგარიშგების, ხარჯთაღრიცხვისა და სხვა სახის ფინანსური დოკუმენტაციის დროული შედგენის უზრუნველყოფა, სისწორის კონტროლი;
** სტრატეგიულ დაგეგმვაში აქტიური ჩართულობა, ბიზნესის წარმართვაზე მოქმედი ფაქტორების კვლევა და ანგარიშის წარდგენა,
** ახალი თუ მიმდინარე საქმიანობის ფინანსური შედეგების შეფასება, შესაბამისი ანალიზების წარმოება და რისკების იდენტიფიცირება;
** მიმდინარე და გასული პერიოდის ბიუჯეტთან შედარება და დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება;
** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
** კომპანიის ფინანსური პროცესების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ფინანსური რეპორტების მომზადება და წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის თავისუფალ დონეზე ფლობა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ბიუჯეტირების და ფინანსური მენეჯმენტის უნარი;
** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ფინანსური ანგარიშების მომზადების უნარი;
** ფინანსური ტრანზაქციების დაგეგმვის, მართვის და მონიტორინგის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00)
** ანაზღაურება: შერჩეული კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@newlifegeorgia.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება-"ფინანსური მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |