კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.
"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.
გაგვიცანი უფრო ახლოს: http://www.ch.ge
ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00)
ანაზღაურება: 1800 ლარი (გამოსაცდელი 2 თვე 1500 ლარი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალში არსებული კონდიცირების სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ფილიალებში ელექტრო გაყვანილობის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ძირითადი საშუალებებისა და ინვენტარის მოვლა-შენახვა;
** მივლინებები საქართველოს მასშტაბით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა სერტიფიცირება აღნიშნული მიმართულებით;
** სასურველია გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
** სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლებ;
** აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მსუბუქი ავტომობილი; (სამსახურისთვის საჭირო საწვავი ანაზღაურდება)
უნარები, რომლებსაც კომპანიაში ვაქცევთ ყურადღებას არის:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული.
გთავაზობთ:
** მზარდ ფიქსირებულ ანაზღაურებას და ბონუსს;
** პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს;
** კეთილგანწყობილ გუნდს და კომფორტულ სამუშაო სივრცეს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ელექტრიკოსი"
მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!