jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ავტომტვირთავის მძღოლი
მომწოდებელი: Ecomix
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია "ECOMIX" აცხადებს ვაკანსიას ავტომტვირთავის მძღოლის (პაგრუზჩიკი) პოზიციებზე.

განაკვეთი: სრული. (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
ანაზღაურება: დღიურად 60 ლარი (ხელზე ასაღები თანხა; ერთი სამუშაო დღე = 60 ლარი)
ანაზღაურება გაიცემა მხოლოდ თვეში ერთხელ
სამუშაო ადგილი : თბილისში, ისანი სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩა №6-ში - სამშენებლო მასალების საწარმო (სავაჭრო ცენტრ დომინოს მიმდებარე ქუჩა).
სამუშაო ადგილიდან გამომდინარე სასურველია დაინტერესებული პირი ცხოვრობდეს თბილისში ისანი-სამგორის რაიონში ან მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია) არ არის აუცილებელი.

ფუნქციები:

** სამშენებლო და სასაქონლო მასალების უსაფრთხო ტრანსპორტირება .
** პროდუქციის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა უშუალო უფროსთან შეთანხმებით.
* დისციპლინარული ნორმების წესრიგი და დაცვა;
** ტვირთის მიღება-გაცემისა და დასაწყობების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის (ტვირთის) უსაფრთხოდ აწევა, დაწევა, გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა;
** ავტომტვირთავზე პროდუქციის სწორად და უსაფრთხოდ დალაგება-განაწილების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას აცილებული ავტომტვირთავის გადაყირავება, ტვირთის დაზიანება და ა.შ

პიროვნული მახასიათებლები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** მოტივირებული
** პუნქტუალური, ორგანიზებული.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ დაინტერესების შემთხვევაში დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 595740005 ნიკოლოზი; ან გამოგზავნეთ თქვენი მოკლე რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ecomixgeo@gmail.com



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |