jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

კომპანია ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას ცენტრალურ ოფისში სამუშაოდ, ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00-18:00)
ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება. მიღება-ჩაბარების დოკუმენტის საფუძველზე პროგრამული ოპერაციების წარმოება.
** დისტრიბუტორის ავტომობილზე შეკვეთის გადაწერა/დასრულება.
** მიღებული ხარჯის დროული და ზუსტი დამუშავება, გადაწერა სასაქონლე ზედნადების სახით.
** შიდა გადაზიდვის საბუთების აღრიცხვა, მოწესრიგება აკინძვა, როგორც დღიურად ასევე ყოვეთვიურად.
** ყოველდღიური / ყოველთვიური რეესტრის წარმოება გაყიდვების მიხედვით და მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
** ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველი პროგრამა FINA- სთან მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
** აუცილებელია Ms Excel-ის და Ms word-ის ცოდნა.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საწყის დონეზე ცოდნა.
** Rs-ზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** აქტიური, ენერგიული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დეტალებზე ორიენტირებული.
** დისციპლინირებული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება .

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს " ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |