jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: სასტუმრო პარაგრაფ თბილისი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

"სასტუმრო პარაგრაფ თბილისი", Paragraph Freedom Square a Luxury Collection (Marriott International) აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

მოვალეობების მოკლე აღწერილობა:

** მართოს ფინანსური განყოფილების ყოველდღიური საქმიანობა. ძირითადი პასუხისმგებლობა მოიცავს რეპორტინგს, დეკლარაციებს, ფინანსურ და საგადასახადო აუდიტს, აქტივებისა და ვალდებულებების რეკონსილაციას (შედარებას), მოქმედი კაპიტალისა და ნაღდი ფულის კონტროლს.

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** მოგება-ზარალის უწყისის (P&L) სიზუსტის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს სტანდარტებთან, პოლიტიკასთან და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ანგარიშის ბალანსების საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის სტანდარტების მიხედვით გადამოწმება;
** მიმდინარე გადასახადების მონიტორინგი და დარიცხვის უზრუნველყოფა.

საჭირო უნარ-ჩვევები/განათლება:

** შესაბამისი გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** სავალდებულოა MS Office, Excel-ის მაღალ დონზე ცოდნა;
** სავალდებულოა პროგრამებში OPERA, Microsoft BC, Microsoft NAV, SUN System მუშაობის გამოცდილება;
** მოქნილობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური ენის - საშუალო დონეზე ცოდნა;
** თანამედროვე საოპერაციო სისტემებთან მუშაობის და ადვილად ათვისების უნარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მეილზე: hrtbilisi@paragraphhotels.com. ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურში.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით.

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "პარაფგრაფ თბილისი სითი" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "პარაფგრაფ თბილისი სითი" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პარაფგრაფ თბილისი სითი" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლბების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ლ.გუდიაშვილის ქ. 2, ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: HRtbilisi@paragraphhotels.com.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |