jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ექიმი-ლაბორანტი
მომწოდებელი: მრჩეველი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.

"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თბილისში ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი (დღის ცვლები): კვირის განმავლობაში არაუმეტეს 40 საათისა, 08:00-დან 16:00-მდე ან 09:00-დან 18:00-მდე - მონაცვლეობით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო ან ბიოლოგიური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფლებოტომისტის მიერ კვლევისათვის აღებული მასალის შემოწმება და დამუშავება ლაბორატორიაში გადასაცემად
** ფლებოტომისტის მიერ კვლევისთვის აღებული მასალის აღრიცხვა

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სხარტი აზროვნების უნარი.

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას.

რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ" მრჩეველის" (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ "მრჩეველის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: hr@mrcheveli.com.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |